ხატია დეკანოიძე - შეხვედრის მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტია შეთანხმდა, რომ სუს-ი უნდა გაუქმდეს, მის ბაზაზე კი ანტიკორუფციული ბიურო და კონტრდაზვერვა შეიქმნას
ხატია დეკანოიძე - შეხვედრის მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტია შეთანხმდა, რომ სუს-ი უნდა გაუქმდეს, მის ბაზაზე კი ანტიკორუფციული ბიურო და კონტრდაზვერვა შეიქმნას

სხვადასხვა პილიტიკურმა პარტიამ, მათ შორის კონკურენტებმა სხვადასხვა ოლქში შევძელით ერთ პლატფორმაზე გვესაუბრა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ ბორჯომში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ამასთან, როგორც დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, შეხვედრის მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტია შეთანხმდა იმაზე, რომ სუს-ი უნდა გაუქმდეს, მის ბაზაზე კი ანტიკორუფციული ბიურო და კონტრდაზვერვა შეიქმნას.

„ყველაზე მნიშვნელივანი იყო, რომ სხვადასხვა პილიტიკურმა პარტიამ, მათ შორის კონკურენტებმა სხვადასხვა ოლქში შევძელით ერთ პლატფორმაზე გვესაუბრა, უმნიშვნელოვანეს პრინციპებე სახელმწიფო მოწყობისა და განვითარების. ყველა პოლიტიკური პარტია, პრაქტიკულად, შეთანხმდა იმაზე, რომ სუს-ი, როგორც რეპრესიული ინსტიტუტი, უნდა გაუქმდეს, მის ბაზაზე უნდა შეიქმნას ანტიკორუფციული ბიურო და კონტრდაზვერვა. შსს აღარ უნდა იყოს რეპრესიული ინსტიტუტი და მინსტრს უნდა ჩამოერთვას ოპერატიული სამძებრო ფუნქციების განხორციელება, აღარ უნდა ერეოდეს ის სამხრეებიანი პოლიციელი ოფიცრების გადაწყვეტილებაში. შევთანხმდით იმაზე, რომ პროკურატურის რეფორმირება უნდა განხორციელდეს და აღარ უნდა აიყოს სხელმწიფო ბრალდება, როგორც რეპრესიული ინსტიტუტი. ძალიან პრინციპული იყო ასევე შერიფების არჩევის შემოღება და მიხარია, რომ ამ ნაწილში, „ნაციონალური მოძრაობის“ ბევრი ინიციატივა იქნა გათვალისწინებული. მრავალფეროვანი სპექტრი მთავარ პრიციპებზე ვთანხმდებით. ჩვენ ამ დოკუმენტს ხელს მოვაწერთ სექტემბერში. რამდენიმეპარტიამ ითხოვა, რომ შიდა კონსულტაციები გაიაროს, მათ შორის „ლელომ“, თუმცა იმედი გვაქვს , შემოგვიერთდებიან, რადგან პრინციპული თანხმობა არაებობს. ეს არის სწორედ ის დრო, როგორ უნდა ვითანამშრომლოთ პარლამენტში“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩის“ ინიციატივითა და „ენდიაის“ ორგანიზებით, ბორჯომში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წინასაარჩევნო შეხვედრები იმართება.