ხატია დეკანოიძე - შარშან „ქართული ოცნების“ გამო არ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი და წელსაც თუ ვერ მივიღებთ, ეს მხოლოდ რუსეთთან ტანდემში მყოფ „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას გაახარებს
ხატია დეკანოიძე - შარშან „ქართული ოცნების“ გამო არ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი და წელსაც თუ ვერ მივიღებთ, ეს მხოლოდ რუსეთთან ტანდემში მყოფ „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას გაახარებს

ერთადერთი დამაზიანებელი პოლიტიკა, რომელსაც მიმართავს ხელისუფლება, ეს არის ღარიბაშვილისა და ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

დეკანოიძის თქმით, შარშან სწორედ „ქართული ოცნების“ გამო არ მიიღო ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი და წელსაც თუ ვერ მიიღო, ეს მხოლოდ რუსეთთან ტანდემში მყოფ „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას გაახარებს.

„ვეთანხმები პრეზიდენტს, რომ ვინმეს თუ გაეხარდება, არ მივიღოთ სტატუსი, ეს იქნება რუსეთი. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, „ქართული ოცნების“ ძალიან მძიმე მოცემულობისა და არსებობის მიუხედავად, ეს ყველამ იცის, დამალული არ არის, ამაზე შეფასებები გაკეთებულია და კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში, ჩვენ გვექნება ძალიან სწორხაზოვანი რეკომენდაციები, გამიჯვნა ხალხისა და ხელისუფლების, ეს იქნება მხოლოდ ხელისუფლების ბრალი და გაეხარდებათ რუსებს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ამასთან, დეკანოიძეს კითხვა დაუსვეს პრეზიდენტის დანიაში ვიზიტთან დაკავშირებით.

„არ მაქვს ინფორმაცია, გაემგზავრა თუ არა. მე ვისურვებდი, რომ გაემგზავროს და კანდიდატის სტატუსის ადვოკატირება გააგრძელოს, რადგან ძალიან ცოტა დროა და მნიშვნელოვანია ჩვენი ძალისხმევა კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.