ხატია დეკანოიძე - მართლმსაჯულების მნიშვნელოვანი ბერკეტების დათმობაზე საუბარი არარეალისტურად მეჩვენება, დარწუნებული ვარ, ზურაბ ჯაფარიძის პოზიციაც იგივეა
ხატია დეკანოიძე - მართლმსაჯულების მნიშვნელოვანი ბერკეტების დათმობაზე საუბარი არარეალისტურად მეჩვენება, დარწუნებული ვარ, ზურაბ ჯაფარიძის პოზიციაც იგივეა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, არარეალისტურად ეჩვენება, რომ ხელისუფლებამ  მართლმსაჯულების მნიშვნელოვანი ბერკეტების დათმოს.

ხატია დეკანოიძე გამოეხმაურა „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის გუშინდელ განცხადებას, სადაც  ჯაფარიძე ამბობს, რომ „არსებობს რაღაცები, რაც შესაძლოა, ვადამდელი არჩევნების თანაზომადი იყოს, მაგალითად, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა თავისი გარანტიებით“.

დეკანოიძის თქმით, ზურაბ ჯაფარიძის პოზიციაა არა მხოლოდ სასამართლო რეფორმაზე, არამედ ზოგადად მართლმსაჯულების რეფორმაზე მსჯელობა და ხელისუფლების მიერ მართლმსაჯულების ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტების დათმობა.

„ვფიქრობ, აქ არ იყო საუბარი მხოლოდ სასამართლო რეფორმაზე, „გირჩის“ პოზიცია, ზურასი, რაც მოვისმინე ეს იყო ზოგადად მართლმსაჯულების რეფორმა, ასე ვთქვათ, მსჯელობა და მართლმსაჯულების ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტების დათმობა, რაც მე არარეალისტურად მეჩვენება. არ მეჩვენება რეალისტურად, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტოს, რომ პროკურატურაში და შს სამინისტროში მინისტრად ან გენ პროკურორად, სასამართლოში დამოუკიდებელი ადამიანები დანიშნონ. ამიტომ ჩვენთვის არაფერი იცვლება. დარწუნებული ვარ, ზურას პოზიციაც იგივეა, რაც ჩვენი. ჩვენ არ ვთვლით, რომ ამ პარალმენტს ექნება რამე სახის ლეგიტიმაცია. ივანიშვილმა შეკრიბა ერთპარტიული პარლამენტი, დაველოდოთ მესამე რაუნდს. დიდი იმედი მაქვს, რომ  მესამე რაუნდი შედგება, თუმცა, როგორც ჩანს, ამ პასუხისმგებლობის აღება ბიძინა ივანიშვილს არ სურს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

დატოვე კომენტარი