ხატია დეკანოიძე - საპარლამენტო არჩევნების შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის შედეგებს არ ვცნობთ და არც განხილვაში ვაპირებთ მონაწილეობას
ხატია დეკანოიძე - საპარლამენტო არჩევნების შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის შედეგებს არ ვცნობთ და არც განხილვაში ვაპირებთ მონაწილეობას

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნების შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვაში პარტია მონაწილეობას არ მიღებს.

მისივე თქმით, ამ კომისიის შედეგებს არ ცნობენ.

„ჩვენი პოზიცია ამ ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით ცნობილია. ჩვენ არ ვცნობთ ამ კომისიას, მიგვაჩნია, რომ ეს არის ფარსი და ფარისევლობა. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო, საერთაშორისო თანამეგობრობა, სენატი აფასებს ამ არჩევნებს, ძალიან მძიმე დარღვევების ფონზე ჩატარაებულს და მათ შორის ლეგიტიმაციის ზღვარზე მყოფ არჩევნებს, რა თქმა უნდა, ეს არის ზუსტად დიაგნოზი.

ერთ-ერთი დიაგნოზი ისიც არის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თვითონ მოაწერა ხელი იმ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 43-პროცენტიან ნიშნულს „ქართული ოცნების“ მიერ, რაც უნდა აიღონ. ეს ნიშნავს, რომ მათაც არ აქვთ შეგრძნება, რომ ეს არჩევნები ჩატარდა ობიექტურად. ამიტომ, არა, ჩვენ არ ვცნობთ ამ კომისიას, ამ კომისიის შედეგებს და არ ვაპირებთ ამ განხილვაში მონაწილეობას“, – განაცხადა კატია დეკანოიძემ.

ხვალ, 26 ივლისს საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც განიხილება და დამტკიცდება დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ.

„ქართული ოცნება“ მოუწოდებს ყველა ოპოზიციურ პარტიებს, დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხვილვაში მონაწილეობა მიიღონ.

როგორც „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სხდომაში არმონაწილეობა შეფასდება როგორც დისკუსიისგან თავის არიდებისა და პასუხისმგებლობისგან გაქცევის მცდელობა.