ხატია დეკანოიძე - სამწუხაროა, რომ ცესკო-ს საკითხზე სხდომას არ ვესწრებოდი და, საერთოდ, არ გამოვიყურებით კარგად, პარლამენტში ან ვართ და ვმუშაობთ, ან არ უნდა ხდებოდეს ის, რაც დღეს ხდება
ხატია დეკანოიძე - სამწუხაროა, რომ ცესკო-ს საკითხზე სხდომას არ ვესწრებოდი და, საერთოდ, არ გამოვიყურებით კარგად, პარლამენტში ან ვართ და ვმუშაობთ, ან არ უნდა ხდებოდეს ის, რაც დღეს ხდება

სამწუხაროა, რომ ცესკო-ს საკითხზე სხდომას არ ვესწრებოდი და, საერთოდ, არ გამოვიყურებით კარგად. პარლამენტში ან ვართ და ვმუშაობთ, ან არ უნდა ხდებოდეს ის, რაც დღეს ხდება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, საპარლამენტო ბერკეტის გამოყენება მნიშვნელოვანია.

„სამწუხაროა, რომ სხდომას არ ვესწრებოდი. სხდომათა დარბაზში როცა შევედი, გამოსვლა ვერ მოვასწარი და ამაში ჩემს პასუხისმგებლობას ნამდვილად ვგრძნობ. ახლა სასამართლოს თაობაზე ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს და ძალიან ცუდია, რომ ამ მნიშვნელოვან ცვლილებებზე არ გვქონდა პოზიცია და, საერთოდ, არ გამოვიყურებით კარგად. პარლამენტში ან ვართ და ვმუშაობთ, ან არ უნდა ხდებოდეს ის, რაც ხდება დღეს. სამი წლის განმავლობაში უმრავლესობას ათასზე მეტი კანონი აქვს გატანილი და ხშირ შემთხვევაში, ცუდია. საპარლამენტო ბერკეტები რომ გამოგვეყენებინა, ბევრი დაბრკოლება იქნებოდა. თავდაცვის კოდექსის მავნებლური კანონი სწორედ წინააღმდეგობის გამო გადაიდო. ასეთი აქტიურობა და კრიტიკა რომ ყოფილიყო, გვემუშავა, უფრო სხვანაირი სიტუაცია იქნებოდა. ამას ჩემს თავზეც ვამბობ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.