ხატია დეკანოიძე - სახელმწიფო დეპარტამენტისა და ენტონი ბლინკენის განცხადებები ნიშნავს ჩვენი მეგობრების სერიოზულ შეშფოთებას, რომელსაც გამოხატავენ საკმაოდ მკაცრ ტონში
ხატია დეკანოიძე - სახელმწიფო დეპარტამენტისა და ენტონი ბლინკენის განცხადებები ნიშნავს ჩვენი მეგობრების სერიოზულ შეშფოთებას, რომელსაც გამოხატავენ საკმაოდ მკაცრ ტონში

სახელმწიფო დეპარტამენტისა და ენტონი ბლინკენის განცხადებები ნიშნავს ჩვენი მეგობრების სერიოზულ შეშფოთებას, რომელსაც გამოხატავენ საკმაოდ მკაცრ ტონში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებს, ეს ნიშნავს, რომ რეაგირება იქნება ძალიან მწვავე.

„სახელმწიფო დეპარტამენტისა და სახელმწიფო მდივნის განცხადება ნიშნავს ჩვენი მეგობრების სერიოზულ შეშფოთებას და ამ შეშფოთების საკმაოდ მკაცრ ტონში გამოხატავს საქართველოს საგარეო კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტი პირდაპირ მოუწოდებს ხელისუფლებას, განაახლოს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობები. მეორე – სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობა და საქართველოს ხელისუფლების მიერ 19 აპრილის შეთანხმების დარღვევა მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ არის ყოველგვარ ზღვარს გადასული საქართველოს პარტნიორებთან დაკავშირებით. პირველ ეტაპზე, რასაც მე ველოდები, ეს არის სანქციები მოსამართლეების მიმართ და მეორე ეტაპზე, იქნება დაუყოვნებლივი რეაგირება ღარიბაშვილის ხელისუფლების მიმართ. ამასთან, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აკეთებს ასეთ განცხადებას, ეს ნიშნავს, რომ რეაგირება იქნება ძალიან მწვავე. როგორც გითხარით, მე ველოდები პირველ სერიოზულ სანქციებს მოსამართლეების მიმართ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეასრულოს 19 აპრილის შეთანხმება, მათ შორის უზენაეს სასამართლოში დანიშვნების შეჩერება გამჭვირვალე მართლმსაჯულების რეფორმის ჩატარებამდე.

ამასთან, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ ღრმად შეწუხებულია საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დამტკიცების გამო, რაც ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმებას.