ხატია დეკანოიძე - საარჩევნო კამპანია წარმოუდგენელია ადამიანების შეკრების გარეშე
საარჩევნო კამპანია წარმოუდგენელია ადამიანების შეკრების გარეშე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, ბათუმში გუშინდელ აქციაზე იმაზე მეტი ადამიანი მივიდა, ვიდრე პარტიის წევრები ელოდნენ.
„პასუხისმგებლობა, რაც ხდება სამედიცინო სფეროში, ეკისრება ხელისუფლებას, ასევე ეკონომიკური მიმართულებით. რაც შეეხება საარჩევნო კამპანიას, შეიძლება, ადამიანების გარეშე ჩატარდეს? წარმოუდგენელია. პირბადეები დარიგებული იყო, უბრალოდ ვერ მიხვალ 10 000 ადამიანამდე, რომ გააფრთხილო. ამიტომ ჩვენთვის და ამ ადამიანებისთვის მთავარია, ბიძინა ივანიშვილი ჩამოსცილდეს ძალაუფლებას“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.