ხატია დეკანოიძე - სააკაშვილთან დაკავშირებით კონკრეტული რეცეპტი არ მაქვს, მაგრამ მთელი ეს პერიოდი რაც მესახებოდა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური მუშაობა იყო, ამას ვაგრძელებთ
ხატია დეკანოიძე - სააკაშვილთან დაკავშირებით კონკრეტული რეცეპტი არ მაქვს, მაგრამ მთელი ეს პერიოდი რაც მესახებოდა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური მუშაობა იყო, ამას ვაგრძელებთ

როგორი იქნება შემდეგი დღეები, ამაზე კონკრეტული პასუხი არ მაქვს, რადგან სასამართლო იქნება და, იმედია, უმრავლესობა გაიაზრებს ყველაფერს, რაც შეიძლება ამას მოჰყვეს. ამის შემდეგ გვექნება ჩვენი სტრატეგია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

კითხვაზე, სასამართლო თუ არ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ გადაიყვანონ, როგორი სტრატეგია ექნება პარტიას, დეკანოიძე პასუხობს, რომ კონკრეტული რეცეპტი არ აქვს.

„კონკრეტული რეცეპტი არ მაქვს, მაგრამ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რაც მესახებოდა, ეს იყო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური მუშაობა და ამას ვაგრძელებთ. რა თქმა უნდა, სხვა მოცემულობა იქნება, როცა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას ნამდვილად საფრთხე დაემუქრება და ხელისუფლების გადაწყვეტილება იქნება, რომ მისი გამოჯანმრთელება არ სურს, ეს მოცემულობას შეცვლის. როგორი იქნება შემდეგი დღეები, ამაზე კონკრეტული პასუხი არ მაქვს და რომც გითხრათ, გულწრფელი არ ვიქნები, რადგან სასამართლო იქნება და, იმედია, უმრავლესობა გაიაზრებს ყველაფერს, რაც შეიძლება ამას მოჰყვეს. ამის შემდეგ გვექნება ჩვენი სტრატეგია“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ამასთან, ნიკა მელიას განცხადებასთან დაკავშირებით დეკანოიძემ აღნიშნა, რომ პარტიაზე კომენტარს არ აკეთებს.

„პარტიაზე კომენტარს არ ვაკეთებ, ნიკა მელიას ჰკითხეთ. არ ვიცი, რას გულისხმობდა, განცხადებაში – ასე ვეღარ გაგრძელდებაო, აზრზე არ ვარ, რას გულისხმობს“, – აღნიშნა დეკანოიძემ.