ხატია დეკანოიძე - როდესაც არჩევნები მოპარულია და პარლამენტს ძალა არ აქვს, ჩვენი პარლამენტში შესვლა ვერ შეცვლის რეალობას, რომელიც პარტნიორებსაც აშფოთებთ
ხატია დეკანოიძე - როდესაც არჩევნები მოპარულია და პარლამენტს ძალა არ აქვს, ჩვენი პარლამენტში შესვლა ვერ შეცვლის რეალობას, რომელიც პარტნიორებსაც აშფოთებთ

როდესაც არჩევნები მოპარულია და პარლამენტს ძალა არ აქვს, ჩვენი პარლამენტში შესვლა ვერ შეცვლის რეალობას, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებსაც აშფოთებთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლა ხელისუფლებაზე უფრო მეტია, ვიდრე ოპოზიციაზე.

„საერთაშორისო პარტნიორების სურვილია, საქართველოში საპარლამენტო ინსტიტუტი არსებობდეს, მაგრამ მაშინ, როდესაც მოპარულია არჩევნები, მაშინ, როდესაც პარლამენტს, როგორც ინსტიტუტს, არავითარი ძალა არ აქვს, ჩვენი პასუხი მათ ძალიან კარგად იციან. პასუხი არის ის, რომ ჩვენი პარლამენტში შესვლით ვერ შევცვლით რეალობას, რომელიც მათაც აშფოთებთ. ეს რეალობა არის დემოკრატიის განვითარება, მართლმსაჯულება, პოლიტპატიმრების გამოშვება ციხიდან და ა.შ. შესაბამისად, ზეწოლა, რომელიც მოდის საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ხელისუფლებაზე უფრო ასმაგია, ვიდრე ოპოზიციაზე.  ჩვენ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.