ხატია დეკანოიძე - „ქართული ოცნება“ იმეორებს კრემლის პროპაგანდას, რომ საქართველომ დაიწყო ომი, სამწუხაროა, რომ პარლამენტის დარბაზში ჰააგის სასამართლოს განაჩენის გამოტანის შემდეგ ეს ისევ ისმის
ხატია დეკანოიძე - „ქართული ოცნება“ იმეორებს კრემლის პროპაგანდას, რომ საქართველომ დაიწყო ომი, სამწუხაროა, რომ პარლამენტის დარბაზში ჰააგის სასამართლოს განაჩენის გამოტანის შემდეგ ეს ისევ ისმის

სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ იმეორებს კრემლის პროპაგანდას, რომ საქართველომ დაიწყო ომი. ეს არის ძალიან მძიმე და ქვეყნის ეროვნული ინტერესების საზიანო, რადგან თქვენი პოლიტიკური ძალისთვის ეროვნული ინტერესები არც არასდროს ყოფილა განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი, – ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობას ოპოზიციის წარმომადგენელმა, ხატია დეკანოიძემ.

„თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო პარტიული ინტერესი და იმ ადამიანის ინტერესი, ვისაც ნამდვილად არაფერი არ აქვს საერთო უსაფრთხოებასთან და ეროვნულ ინტერესთან“, – განაცხადა დეკანოიძემ.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ 24 თებერვლის შემდეგ ისევ ისმის განცხადებები საქართველოს მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ამ დარბაზში ჰააგის სასამართლოს განაჩენის გამოტანის შემდეგ კიდევ ისმის, რომ საქართველომ დაიწყო ომი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.