ხატია დეკანოიძე - „ქართული ოცნება“ და მისი დანამატი სალომე ზურაბიშვილი თავისუფლებით მოვაჭრე ადამიანებად გადაიქცნენ
ხატია დეკანოიძე - „ქართული ოცნება“ და მისი დანამატი სალომე ზურაბიშვილი თავისუფლებით მოვაჭრე ადამიანებად გადაიქცნენ

„ქართული ოცნება“ და მისი დანამატი სალომე ზურაბიშვილი თავისუფლებით მოვაჭრე ადამიანებად გადაიქცნენ, რაც არის მიუღებელი და ყოველგვარ მორალურ სტანდარტს გადაცილებული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა

„ე.წ. პრეზიდენტის განცხადება არის ყოველგვარ მორალურ ზღვარს გადაცილებული, რომელსაც ჩვენ აქამდე შეჩვეულები ვართ. რას ნიშნავს ტყვეებით ვაჭრობა, რას ნიშნავს ადამიანებით ვაჭრობა, როგორ შეიძლება, რომ ადამიანის თავისუფლება სავაჭრო საგნად აქციო. ეს არის წარმოუდგენელი. ეს არის ის, რასაც ჩვენ უკვე მიჩვეულები ვართ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რომ „ქართული ოცნება“ და მისი დანამატი სალომე ზურაბიშვილი ჩვეულებრივად თავისუფლებით მოვაჭრე ადამიანებად გადაიქცნენ, რაც არის მიუღებელი და ყოველგვარ მორალურ სტანდარტს გადაცილებული“, – განაცხადა დეკანოიძემ.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გიორგი რურუას იმ შემთხვევაში შეიწყალებს, თუ მედიატორები გამოაცხადებენ, რომ პარტიებს შორის შეთანხმება შედგა.