ხატია დეკანოიძე - ქალბატონი თამარ ჩარკვიანი პოლიტიკოსის ბუტაფორიაა, ვწუხვარ, რომ ქალის ასე ინსტრუმენტალიზაცია ხდება კაცი პოლიტიკოსების ხელში
ხატია დეკანოიძე - ქალბატონი თამარ ჩარკვიანი პოლიტიკოსის ბუტაფორიაა, ვწუხვარ, რომ ქალის ასე ინსტრუმენტალიზაცია ხდება კაცი პოლიტიკოსების ხელში

გავიმეორებ, ძალიან ვწუხვარ, რომ ქალი ხდება ინსტრუმენტი კაცების ხელში და კაცების პოლიტიკის ხელში, ის, როგორც მას ექცევიან, რა როლიც შესთავაზეს, მისთვის შეურაცხმყოფელი უნდა იყოს, მაგრამ ეს მისი არჩევანია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, თაკო ჩარკვიანს „ნაციონალური მოძრაობისგან“ რაღაც ბენეფიტების მიღების იმედი აქვს.

„რაც შეეხება მის სხვა ბრალდებებს, ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსის ბუტაფორიაა ქალბატონი თამარი, ის არ არის პოლიტიკოსი. მას აქვს იმედი რაღაც კონკრეტული ბენეფიტების, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“. ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ან სიაში ვიხილავთ ისე, როგორც ახლა არის სპიკერი. ამიტომ ერთადერთი, რაზეც ვწუხვარ, რომ ასე ინსტრუმენტალიზაცია ხდება ქალის კაცი პოლიტიკოსების ხელში“, – განაცხადა დეკანოიძემ.