ხატია დეკანოიძე - პოლიტიკური მართლმსაჯულების გამო უკრაინასთან მნიშვნელოვანი სტრატეგიული თანამშრომლობა კითხვის ნიშნის ქვეშაა
ხატია დეკანოიძე - პოლიტიკური მართლმსაჯულების გამო უკრაინასთან მნიშვნელოვანი სტრატეგიული თანამშრომლობა კითხვის ნიშნის ქვეშაა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ორი უკრაინელი და საქართველოს ერთი მოქალაქე მიხელ სააკაშვილის დევნის გამო დააკავეს.

მისივე თქმით, პოლიტიკური მართლმსაჯულების გამო უკრაინასთან მნიშვნელოვანი სტრატეგიული თანამშრომლობა კითხვის ნიშნის ქვეშაა.

„თქვენ იცით, რომ უკრაინა არ არის ჩემთვის შორეული სახელმწიფო. ჩემთვის ცნობილია, რომ ზელენსკისა და ზურაბიშვილის შეხვედრაზე დაისვა ეს საკითხი და მნიშვნელოვანი სტრატეგიული თანამშრომლობა კითხვის ნიშნის ქვეშაა არაფრის გამო, პოლიტიკური მართლმსაჯულების გამო. პრეზიდენტ სააკაშვილის დევნის გამო დააკავეს ორი უკრაინელი და ერთი საქართველოს მოქალაქე“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, უკრაინის აღნიშნული მოქალაქეები უკვე გათავისუფლებული არიან.