ხატია დეკანოიძე - პარტიაში პროცესი ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ მიდის, ვიმედოვნებ, მთავარი ფოკუსი არ დაიკარგება
ხატია დეკანოიძე - პარტიაში პროცესი ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ მიდის, ვიმედოვნებ, მთავარი ფოკუსი არ დაიკარგება

ვიმედოვნებ, რომ ჩემი პარტია ამ პროცესებიდან გაძლიერებული გამოვა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, აქვს სურვილი, რომ პარტიაში მიმდინარე პროცესი გამარჯვებით დასრულდეს.

„ზოგადად, ვიმედოვნებ, რომ ჩვენი მთავარი ფოკუსი, რაც უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, მიხეილ სააკაშვილის ტრანსფერი და ნიკა გვარამიას გათავისუფლება, არ დაიკარგება.

ჩემი დიდი სურვილია, რომ ეს პროცესი „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებით დასრულდეს. სამწუხაროდ, ეს პროცესი ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ მიდის. რეალურად, ჩვენი ამომრჩეველი საქართველოს საზოგადოება ელოდება იმას, რომ პროცესი იყოს დემოკრატიული, პარტიის გაძლიერებით“, – განაცხადა დეკანოიძემ.