ხატია დეკანოიძე – პარლამენტში შესვლას არავინ აპირებს, თუ ორი სამი ადამიანი შევა, ეს არაფერს შეცვლის
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიცი პარლამენტში შესვლას კვლავ არ აპირებს.
მისი თქმით, თუ პარლამენტში 2-3 ადამიანი შევა, ეს არაფერს შეცვლის.
„ალბათ ბატონი არჩილ თალაკვაძე ფიქრობს და საუბრობს იმას, რაც ძალიან უნდა ბიძინა ივანიშვილს, და ასეც იყო ყოველთვის. მინდა დაგარწმუნოთ ჩვენი პარტიის, ჩვენი ბლოკის და ასევე თავს უფლებას მივცემ, რომ მთელი ოპოზიციური სპექტრის სახელით, ვინც უარი თქვა საპარლამენტო მანდატებზე, რომ არავითარ შემთხვევაში ჩვენი გადაწყვეტილება არ შეიძლება, თუ არ მოხდება ის მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც ჩვენ წარდგენილი გვაქვს. ამიტომ, მთელი პასუხისმგებლობა ახლა არის ხელისუფლების მხარეს და რა თქმა უნდა პოლიტიკური კრიზის განმუხტვისთვის და კომპრომისისთვის მათ უფრო დიდი სივრცე აქვთ. გარწმუნებთ, რომ არავინ პარლამენტში შესვლას არ აპირებს, თუ 2-3 ადამიანი შევა, ეს არაფერს შეცვლის. ზეწოლა ალბათ არის. გულწრფელად გეტყვით, ჩემთან არავინ მოსულა, პირდაპირ შემიძლია ვთქვა“, – განაცხადა დეკანოიძემ.