ხატია დეკანოიძე - ოქტომბერში საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა დაიცვას საქართველოს დამოუკიდებლობა და რეფერენდუმზე უარი უნდა უთხრას ხელისუფლებას
ხატია დეკანოიძე - ოქტომბერში საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა დაიცვას საქართველოს დამოუკიდებლობა და რეფერენდუმზე უარი უნდა უთხრას ხელისუფლებას

ეს არის ნამდვილად ძალიან მძიმე დღე, როდესაც ჩვენ გიწევს ჩვენი გმირების საფლავებზე მოსვლა და პატივი მიგება, მაგრამ ამავე დროს საქართველოს თითოეული მოქალაქე არ შეიძლება არ აღივსოს სიამაყით,  -ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, ეს სიამაყე არის ზუსტად ის, რომ სამშობლო გმირებმა დაიცვეს და გააკეთეს ყველაფერი, რომ საქართველოში დამოუკიდებელი თაობა, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი კვლავ ყოფილიყო ძალიან მნიშვნელოვანი.

„რაც ხდება დღეს, ეს არის ის, რომ ჩვენი ჯარი ოქტომბერში არის დასაცავი ჩვენგან, თუ მათ დაგვიცვეს ჩვენ 2008 წელს, დაიცვეს სამშობლო, დაეცნენ სამშობლოს გულისთვის, ახლა ოქტომბერში საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა დაიცვას საქართველოს დამოუკიდებლობა და რეფერენდუმზე უარი უნდა უთხრას ხელისუფლებას, რომელსაც, მაგალითად, კრემლი, როგორც უწყება, განიხილავს მთავარ მოკავშირედ.

8 აგვისტოსა და 7 აგვისტოს შორის განსხვავება არის ძალიან დიდი, როდესაც ეს არის რუსული გზავნილი და ძალიან სამწუხაროა, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება ხელს უწყობდა ზუსტად ამ გზავნილის გაღრმავებას, რომ საქართველომ დაიწყო სამხედრო აგრესია. ეს არის უპატიებელი განზრახვა საქართველოს ხელისუფლებისა, ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, მათ შორის ივანიშვილის, კალაძის და „ქართული ოცნების“ ყველა წარმომადგენლის განცხადება, ამიტომ ყველამ ერთად ოქტომბერში უნდა დავიცვათ საქართველოს დამოუკიდებლობა, თავისუფლება და სუვერენიტეტი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.