ხატია დეკანოიძე – ნიკა მელია ჩვენი უშუალო დაცვის გარეშე არც ერთი წამი არ იქნება
ნიკა ჩვენი უშუალო დაცვის გარეშე არც ერთი წამი და წუთი არ იქნება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მორიგეობით იმყოფებიან, მათ შორის არიან სხვადასხვა ოპოზიციონერი ლიდერები.
„სადაც იქნება ნიკა, ჩვენც ვიქნებით იქ. იცით, რომ ყველანი პრაქტიკულად აქ ვართ. მათ შორის მორიგეობის რეჟიმიც გვაქვს. ვმუშაობთ ჩვენს პარტიაში. ეს არის ჩვენი ოფისი. ჩვენს პარტიაში არიან მორიგეობით მათ შორის სხვადასხვა ოპოზიციონერი ლიდერი. რა თქმა უნდა, სადაც იქნება ნიკა, ვიქნებით ჩვენც იქ. ანუ ნიკა არ იქნება ჩვენი უშუალო დაცვის გარეშე არც ერთი წუთი და არც ერთი წამი. ამის პირობა შემიძლია მივცე „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მას შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები მორიგეობით იმყოფებიან და ნიკა მელიას სოლიდარობას უცხადებენ.