ხატია დეკანოიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით მოსაუბრე ფიქციას შევახსენებ, ფრაქციას აღარ ვმართავ, მის რჩეულ პარტიას, სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, შეუძლია, დატოვოს პარლამენტი, წინააღმდეგობა არ იქნება
ხატია დეკანოიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით მოსაუბრე ფიქციას შევახსენებ, ფრაქციას აღარ ვმართავ, მის რჩეულ პარტიას, სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, შეუძლია, დატოვოს პარლამენტი, წინააღმდეგობა არ იქნება

„ნაციონალური მოძრაობის“ სახელით მოსაუბრე ფიქციას შევახსენებ, რომ მე ფრაქციას აღარ ვმართავ, პარტიაშიც აღარ ვარ, რამდენიმე თვეა, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.

ხატია დეკანოიძე „კანონი და სამართლის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის გუშინდელ განცხადებას პასუხობს.

„„ნაციონალური მოძრაობის“ სახელით მოსაუბრე ფიქციას შევახსენებ, რომ მე ფრაქციას აღარ ვმართავ, პარტიაშიც აღარ ვარ რამდენიმე თვე. ამიტომ მისმა რჩეულმა პარტიამ სტარასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, შეუძლია დატოვოს პარლამენტი. ჩემი წინააღმდეგობა ნამდვილად არ იქნება. რაც შეეხება სხვა შეკვეთილ სიბინძურეს, მსგავსი წულუკიანი/ხაინდრავასგან უკვე მოსმენილი მაქვს (ქუთაისს მიმართავდნენ ადგილობრივი არჩევნების წინ), ამიტომ უხარისხო, მდარე სისულელე არ მაინტერესებს“, – წერს დეკანოიძე.

თაკო ჩარკვიანმა გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა: „ხატია დეკანოიძე, უპირობოდ ნებაყოფლობითი პაიკი ადეიშვილ-მერაბიშვილისა, ფინანსებზე ძლიერ დამოკიდებული, დღეს რომ თავს იკლავს, ადრე რატომ არ გაგვიგია ერთი სიტყვა რაიმე დანაშაულზე“.