ხატია დეკანოიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია არის ცალსახა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს ჩვენი თავმჯდომარე ნიკა მელია
ხატია დეკანოიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია არის ცალსახა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს ჩვენი თავმჯდომარე ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია ცალსახაა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს ჩვენი თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც დაპატიმრებულია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკური კრიზისი უნდა განიმუხტოს, რადგან მათ პასუხისმგებლობა აღებული აქვთ მოქალაქეებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე.

„ხაზგასმით მინდა ვთქვა – „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია არის ის, რომ პოლიტიკური კრიზისი უნდა განიმუხტოს, რადგან ჩვენ პასუხისმგებლობა აღებული გვაქვს ჩვენი მოქალაქეებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. შესაბამისად, ნებისმიერ შემთხვევაში, ნიკა მელიას, პოლიტპატიმრების გამოშვებასა და რიგგარეშე არჩევნების შემდეგ ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებაზე ვისაუბრებთ.

რაც შეეხება ღარიბაშვილთან საუბარს, დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო თანამეგობრობა ყურად იღებს იმ ძალიან მძიმე ფაქტს, რომელსაც ადგილი ჰქონდა ტელეკომპანია „პირველის“ სიუჟეტში. ამიტომ, მოლაპარაკებებზე მგონი, არ გაუჭირდებათ სხვა ადამიანის გამოშვება. ზოგადად, მინდა ვთქვა, რომ რიგგარეშე არჩევნები უმნიშვნელოვანესია, რომელიც არის შარლ მიშელის მიერ დატოვებულ ჩარჩო-შეთანხმებაში, მაგრამ ჩვენი პოზიცია ცალსახაა, მოლაპარაკების მაგიდასთან ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს ჩვენი თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც დაპატიმრებულია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.