ხატია დეკანოიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტია, ძველი სახეებიდან ვინ დაბრუნდება და ვინ არა, ეს არის პარტიის ერთობის გადარჩენის მცდელობა
პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტია, ძველი სახეებიდან ვინ დაბრუნდება და ვინ არა, შემდეგ კი „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის მიერაა შესაფასებელი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს პარტიის ერთობის გადარჩენის მცდელობაა.
„ასევე იმ განხეთქილების თავიდან აცილება, რომელიც არჩევნების შემდეგ პარტიაში არსებობს არა მხოლოდ ლიდერშიფის დონეზე, არამედ ქვედა დონეზეც. ვერ გეტყვით, რამდენად გამოუვა ეს პარტიას. პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტია, ძველი სახეებიდან ვინ დაბრუნდება და ვინ – არა. შემდეგ კი ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის მიერაა შესაფასებელი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.