ხატია დეკანოიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ პლენარულ სხდომებში არ ვმონაწილეობთ, ვიდრე ღარიბაშვილი არ გადადგება
ხატია დეკანოიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ პლენარულ სხდომებში არ ვმონაწილეობთ, ვიდრე ღარიბაშვილი არ გადადგება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, მისი პარტია პლენარულ სხდომებში არ მონაწილეობს და საკანონმდებლო ორგანოში ყოველდღიურ საქმიანობას არ გააგრძელებს, ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან არ გადადგება.

„ნაციონალური მოძრაობა“ პლენარულ სხდომებში მონაწილეობას არ ვიღებთ. არ ვაპირებთ, პარლამენტში ყოველდღიური საქმიანობა გავაგრძელოთ, ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან არ გადადგება.

ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეშფოთება გამოხატეს და თქვეს, რომ ეს არ იყო თანაბარ პირობებში წარმართული კონკურსი. ორივე კანდიდატი არის „კლანის“ წარმომადგენელი ცესკო-დან. ჩემი ინფორმაციით, ჟვანიას ადგილზე გიორგი კალანდარიშვილის დანიშვნა უნდათ. 19 აპრილის შეთანხმებით მთავარი იყო ნდობის აღდგენა, რაც სამწუხაროდ, ვერ მოხდება, რადგან ამას აკეთებს უმრავლესობა. პირველი კენჭისყრა ჩავარდა და სავარაუდოდ, მას მესამე კენჭისყრით აირჩევენ“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.