ხატია დეკანოიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, ჩვენი პარტიის გადაწყვეტილება არის და იქნება უმნიშვნელოვანესი საქართველოსთვის
ხატია დეკანოიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, ჩვენი პარტიის გადაწყვეტილება არის და იქნება უმნიშვნელოვანესი საქართველოსთვის

„ქართული ოცნების“ და ღარიბაშვილის განცხადებები ჩვენთვის საინტერესო არ არის. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, ჩვენი პარტიის გადაწყვეტილება არის და იქნება უმნიშვნელოვანესი საქართველოსთვის. რა დესტრუქციულ განცხადებებს გააკეთებს ღარიბაშვილი ჩვენთვის ყველაზე ნაკლებად გასათვალისწინებელია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ პრემიერ-მინისტრის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მხარდამჭერების აზრია მნიშვნელოვანი.

„ჩემი აზრი ცნობილია, მე მომხრე ვარ, საპარლამენტო საქმიანობა გამოვიყენოთ თვითმმართველობის არჩევნებისთვის. როდესაც რეჟიმი გვებრძვის ყველა მიმართულებით, იყენებს ყველაფერს სუს-ი, ფინანსური რესურსი, ჩვენ ყველგან უნდა დავუპირისპირდეთ „ოცნებას“ და ვაჩვენოთ, როგორია განსხვავება, როგორია ნამდვილი ოპოზიცია და „ქართული ოცნება“, – განაცხადა დეკანოიძემ.