ხატია დეკანოიძე - მოუწევთ ყველა ლიდერის დაკავება, რომლებიც ვფიქრობთ, რომ ევროატლანტიკური, თავისუფალი მომავალი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და გადის ჩვენი ოფისის ხაზზე
ხატია დეკანოიძე - მოუწევთ ყველა ლიდერის დაკავება, რომლებიც ვფიქრობთ, რომ ევროატლანტიკური, თავისუფალი მომავალი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და გადის ჩვენი ოფისის ხაზზე

არავინ ფიქრობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მუქარა ვინმეს შეაშინებს და რაიმე სახის ცვლილებას შეიტანს ჩვენს დღის წესრიგში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

„იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ გადაწყვეტს, ძალისმიერი შტურმით აიღოს მთავარი ოპოზიციური პარტიის შენობა, რაზეც დღეს მიანიშნებდა ირაკლი ღარიბაშვილი, ამ შემთხვევაში, ისინი გადაიხდიან ყველაზე უფრო დიდ ფასს, რომელიც არსებობს. მათ მოუწევთ ყველა პოლიტიკური ლიდერის დაკავება, ჩემი ჩათვლით, რომლებიც ვფიქრობთ, რომ ამ ქვეყანაში ევროატლანტიკური, თავისუფალი მომავალი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და გადის ზუსტად ჩვენი ოფისის ხაზზე. არავინ ფიქრობს, რომ ღარიბაშვილის მუქარა ვინმეს შეაშინებს და რაიმე სახის ცვლილებას შეიტანს ჩვენს დღის წესრიგში“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.