ხატია დეკანოიძე - უკრაინისა და საქართველოს გაცხადებული მომავალი არის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია
ხატია დეკანოიძე - უკრაინისა და საქართველოს გაცხადებული მომავალი არის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია

ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენ გვახსოვს, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, იმის გამო რომ საქართველოს ხელისუფლებამ შიდა პოლიტიკურ ბოღმას გადააყოლა საქართველო-უკრაინის ურთიერთობები, მე მაინც მნიშვნელოვნად მივიჩნევ უკრაინის სახელმწიფოსთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე საქართველოში უკრაინის პრემიერს ვიზიტს.

„ბევრი საკითხი იყო, რომელმაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დაგვაშორა, სწორედ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევით მოხდა ეს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინას და საქართველოს ერთი გაცხადებული მომავალი არის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია, გარდა ამისა, უკრაინა არის სახელმწიფო, რომელშიც ახლა მიმდინარეობს ღია ბრძოლები რუსეთის წინააღმდეგ და ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ უკრაინის ოკუპაციასთან ერთად საქართველოს ოკუპაციის საკითხი ყოველთვის უნდა იყოს დღის წესრიგში“, – განაცხადა დეკანოიძემ.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.