ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოზე უნდა მიიღონ
ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოზე უნდა მიიღონ

მიხეილ სააკაშვილის პოზიცია ცნობილია, ჩვენ სხვადასხვა პოზიციები გვაქვს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ პარლამენეტში „ნაციონალური მოძრაობის“ შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით  განაცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილებას სავარაუდოდ პოლიტსაბჭო მიიღებს.

„გვყავს პოლიტსაბჭო, რომელიც არის პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ძალიან მნიშვნელოვანი ბადე. ამიტომ, პარტიას, რომელსაც ამხელა რესურსი და წარმომადგენლობა აქვს, მათ შორის რეგიონებიდან,  ჩემი მოსაზრებაა, პოლიტიკურმა საბჭომ უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა დეკანოიძემ.