ხატია დეკანოიძე - ჩვენ ვართ მაქსიმალურად მშვიდი და რაც ყველაზე მთავარია, მაქსიმალურად კონსტრუქციულები
ხატია დეკანოიძე - ჩვენ ვართ მაქსიმალურად მშვიდი და რაც ყველაზე მთავარია, მაქსიმალურად კონსტრუქციულები

ძალიან მძიმე პოლიტიკური კრიზისის მიუხედავად, ვთავაზობთ ხელისუფლებას, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დასხდომას და ვადამდელ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის აღნიშნული შეთავაზება არის ნამდვილად კონსტრუქციული ნაბიჯი.

„ჩვენ ვართ მაქსიმალურად მშვიდები და რაც ყველაზე მთავარია, მაქსიმალურად კონსტრუქციულები. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე ვითარებაა, ძალიან მძიმე პოლიტიკური კრიზისია, ჩვენ ვთავაზობთ ხელისუფლებას, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დასხდომას და ვადამდელ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარს. ეს არის ნამდვილად კონსტრუქციული ნაბიჯი და ეს არის ნაბიჯი, რომელიც ზუსტად ოპოზიციური პარტიების და სრულიად ოპოზიციური სპექტრის დამოკიდებულებაა და ძალიან დიდი პასუხისმგებლობით აღსავსე ნაბიჯი“, – განაცხადა დეკანოიძემ.