ხატია დეკანოიძე - კრისტიან დანიელსონის ვიზიტთან დაკავშირებით ჩვენი მოლოდინია, რომ „ქართული ოცნება“ გადმოდგამს ნაბიჯს საქართველოს მოქალაქეებისა და ევროკავშირისკენ
ხატია დეკანოიძე - კრისტიან დანიელსონის ვიზიტთან დაკავშირებით ჩვენი მოლოდინია, რომ „ქართული ოცნება“ გადმოდგამს ნაბიჯს საქართველოს მოქალაქეებისა და ევროკავშირისკენ

კრისტიან დანიელსონის ვიზიტთან დაკავშირებით ჩვენი მოლოდინი არის, რომ „ქართული ოცნება“ გადმოდგამს ნაბიჯს საქართველოს მოქალაქეებისა და ევროკავშირისკენ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისკენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენთვის ეს არ არის მხოლოდ ძალაუფლების ხელში ჩაგდების ფორმულა, პირიქით, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რა სჭირდება საქართველოს იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში დასრულდეს ძალიან მწვავე პოლარიზაცია, იყოს კანონის უზენაესობა, აღარ გვყავდეს პოლიტიკური დევნილები და პოლიტიკური პატიმრები და ყველაზე მნიშვნელოვანი – ვადამდელმა არჩევნებმა გადაწყვიტოს საქართველოს მოქალაქეების ნება და წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

არსებული ინფორმაციით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს დღეს ღამით ეწვევა.