ხატია დეკანოიძე – ხელისუფლება თუ გადაწყვეტს, რომ ხელი კრას მოლაპარაკების კონტექსტს, საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია იქნება იმაზე ხისტი, ვიდრე წარმოუდგენია „ქართულ ოცნებას“
საბოლოოდ ხელისუფლება თუ გადაწყვეტს, რომ ხელი კრას მოლაპარაკების ამ კონტექსტს და ზოგადად პასუხისმგებლობა არ გამოიჩინოს ჩვენი პარტნიორების წინაშე, დარწმუნებული ვარ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია იქნება იმაზე უფრო ხისტი, ვიდრე წარმოუდგენია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
„ამ სცენარის განვითარება ჩვენ რა თქმა უნდა, არ გვინდოდა და არ გვსურდა. დარწმუნებული ვარ, რომ მედიაცია უფრო ძლიერი გახდება, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო ალბათ ამერიკელი პარტნიორების ჩართულლბითაც, ამის სურვილი გვაქვს, ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დეკანოიძემ.
ამასთან, ხატია დეკანოიძემ 15 მაისს დაანონსებულ აქციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეების ხმის კარგად გაგონება მოუწევს ხელისუფლებას.
„ბრაზი, რომელიც არსებობს, პროტესტი, რომელიც არსებობს ამ პროტესტის გამოხატვა და საქართველოს მოქალაქეების ხმის კარგად გაგონება მოუწევს ხელისუფლებას. მთავარია, არ დავიღალოთ“, – განაცხადა დეკანოიძემ.