ხატია დეკანოიძე - ირაკლი კობახიძემ მიიღო ყველაფერი, რასაც იმსახურებდა და იმსახურებს საქართველოს მოქალაქეებისგან
ხატია დეკანოიძე - ირაკლი კობახიძემ მიიღო ყველაფერი, რასაც იმსახურებდა და იმსახურებს საქართველოს მოქალაქეებისგან

ირაკლი კობახიძემ მიიღო ყველაფერი, რასაც იმსახურებდა და იმსახურებს საქართველოს მოქალაქეებისგან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლობასთან გუშინ განვითარებული მოვლენები მოწმობს, რომ „ქართული ოცნება“ ძალაუფლების შესანარჩუნებლად აკეთებს ყველაფერს.

„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეები, ჩვენი მოსახლეობა ფიქრობს, რომ ირაკლი კობახიძე არის ჩვეულებრივად ბიძინა ივანიშვილის მსახური და მას არ ადარდებს საქართველოს ბედი, ქვეყნის მომავალი. ზუსტად ეს ჩანს იმაში, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობის წინ „ქართული ოცნების“ მობილიზაცია მოხდა აქტივისტების და იმ ადამიანების, რომელსაც ყველა ვიცნობთ, ე.წ. ზონდერბრიგადები რომ არიან და არ მოერიდათ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების საელჩოს წინ ასეთი მობილიზაციის. შემდეგ უსაფრთხოების გარანტიებს ვერ აძლევდნენ. ამიტომ, ეს არის წარმოუდგენლად მძიმე სახე „ქართული ოცნების“, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად აკეთებენ ყველაფერს, მათ შორის, არ ერიდებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დამოკიდებულებასაც კი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.