ხატია დეკანოიძე - იქნება აქციები, მანიფესტაციები, პიკეტები, ყველაფერი, რაც არის ბრძოლის იარაღი დიქტატურის წინააღმდეგ
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის მიერ დაანონსებული დაუმორჩილებლობა პირველ რიგში არის ის, რომ იქნება ძალიან ფართო აქციები, მათ შორის რეგიონებში.
„იქნება აქციები, მანიფესტაციები, პიკეტები – ყველაფერი ის, რაც არის ბრძოლის იარაღი დიქტატურის წინააღმდეგ. მე ასე შევხედავდი ამას. ერთმანეთთან მაქსიმალური კოორდინაციით გავაკეთებთ ყველაფერ იმას, რომ ეს ერთობა დარჩეს.
ხელისუფლება ფიქრობს, ძალაუფლების შესანარჩუნებლად დანიშნოს ვადამდელი არჩევნები, არ დანიშნოს ვადამდელი, როგორ მოიქცეს, დააპატიმროს კიდევ პოლიტიკური ლიდერები – ეს არ შვრება არაფერს, რადგან პროცესები გრძელდება. პოლიტიკური პროცესების პარალელურად არის პროცესი, რომელსაც ჰქვია კონსოლიდაცია ჩრდილოვანი მმართველის წინააღმდეგ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.