ხატია დეკანოიძე - იმედია, საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ექნება სხვა სახელმწიფოებთან, ვინც შიდა თუ გარე საგარეო კურსით თანხვედრაშია ევროკავშირთან
ხატია დეკანოიძე - იმედია, საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ექნება სხვა სახელმწიფოებთან, ვინც შიდა თუ გარე საგარეო კურსით თანხვედრაშია ევროკავშირთან

ევროკავშირსა და თავისუფალ სამყაროს კითხვები აქვს ორბანთან მიმართებაში იმ პოლიტიკის გამო, რასაც ის აწარმოებს როგორც შიდა, ასევე საგარეო მიმართულებით, მისი პოლიტიკა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრაში არ არის და, პირველ რიგში, ეს ეხება ანტიუკრაინულ პოლიტიკას, რაც წინასაარჩევნოდ საყრდენი გახდა ორბანის პლატფორმის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, იმედია, საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ექნება სხვა სახელმწიფოებთან, ვინც შიდა თუ გარე საგარეო კურსით თანხვედრაშია ევროკავშირთან.

„როცა ჩვენი ხელისუფლება ცდილობს, რომ იზოლაციაში იყოს, ასევე, პრაქტიკულად, იზოლაციაშია ორბანის ხელისუფლება. ასეთი გამორჩეული ურთიერთობა მხოლოდ მასთან დამაფიქრებელი და იმის მანიშნებელია, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის ევროინტეგრაცია მთავარი არ არის, მთავარია ძალაუფლების შენარჩუნება. „ქართული ოცნების“ „ტექსტ ბუქი“ ძალიან ჰგავს ორბანის წინასაარჩევნო პლატფორმას და იმ პროპაგანდას, რომელიც იყო და გრძელდება უნგრეთში. იმედია, საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ექნება სხვა სახელმწიფოებთან, ვინც შიდა თუ გარე საგარეო კურსით თანხვედრაშია ევროკავშირთან. რაც შეეხება სტატუსს და ამ პროცესში უნგრეთის მხარდაჭერას, საქართველოს 27 ქვეყნის კონსენსუსი სჭირდება. ევროკავშირის ლიდერები, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ამ კონსენსუსიკენ იხრებიან, მაგრამ „ქართული ოცნება“ შეიძლება, წავიდეს ურთიერთობის კიდევ უფრო ღრმა გაფუჭებაზე და ეს აისახოს კანდიდატის სტატუსზე. როგორც საქართველოს მოქალაქე და დეპუტატი, ვიზიარებ მოსაზრებას, რომ საქართველომ სტატუსი უნდა მიიღოს, მათ შორის, პირობებით და ქართველი ხალხის დამსახურებით, თუმცა სტატუსის მისაღებად მნიშვნელოვანია საგარეო კურსის თანხვედრა ევროკავშირის კურსთან და პირობების შესრულება. ასევე მნიშვნელოვანია, ანტიდასავლური პროპაგანდის შეწყვეტა. დიდი იმედი არ მაქვს, რომ „ქართული ოცნება“ ანტიდასავლურ პოლიტიკას კიდევ უფრო არ გააღრმავებს“, – განაცხადა დეკანოიძემ.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.