ხატია დეკანოიძე - გავაგრძელებთ ძალიან მჭიდრო კოორდინაციას არასამთავრობო სექტორთან და ყველა იმ ადამიანთან, ვინც ვერთიანდებით, რომ საქართველო იყოს ევროპის ნაწილი
ხატია დეკანოიძე - გავაგრძელებთ ძალიან მჭიდრო კოორდინაციას არასამთავრობო სექტორთან და ყველა იმ ადამიანთან, ვინც ვერთიანდებით, რომ საქართველო იყოს ევროპის ნაწილი

ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან მჭიდრო კოორდინაციას არასამთავრობო სექტორთან და ყველა იმ ადამიანთან, ვინც ვერთიანდებით, რომ საქართველო იყოს ევროპის ნაწილი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ მედიის, არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ხვალ, პარლამენტის შენობასთან უნდა მივიდეს ყველა, ვისაც ქვეყნის ევროპული მომავალი სურს.

„ჩვენ შევქმენით საკოორდინაციო საბჭო, რომელში იქნება ყველა ის პროდასავლური პოლიტიკური ძალა, რომელიც ნამდვილად იბრძოლა მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოსთვის მომავლისთვის, არასამთავრობო სექტორი და ყველა ის ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ დღეს საქართველო არის საფრთხის წინაშე. დღევანდელმა და წინა დღეების წინააღმდეგობამ მოიტანა, რომ დღეს შევძელით და არ ჩატარდა ბიუროს სხდომა, მაგრამ ამით ყველაფერი არ დასრულებულა. მინდა, ყველას ვუთხრა, არ შეიძლება ამ რუსული კანონის მიღება. ხვალ, 09:00 საათზე გელოდებით პარლამენტთან, რადგან არის ბიუროს სხდომა. ძალიან მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ „ქართულ ოცნებას“, რომ ვარსებობთ ამ ქვეყანაში ადამიანები, ვისაც არ სურს რუსეთი. ხვალ უნდა იყოს შეკრება. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას პარლამენტის შიგნით და გარეთ“, – განაცხადა დეკანოიძემ.