ხატია დეკანოიძე - განსხვავებული აზრები უნდა არსებობდეს, თუმცა იმის გამო, რომ პარტიაში სხვადასხვა წარმოდგენები არსებობს, სუს-თან თამამშრომლობაზე ბრალდება ძალიან მძიმეა
ხატია დეკანოიძე - განსხვავებული აზრები უნდა არსებობდეს, თუმცა იმის გამო, რომ პარტიაში სხვადასხვა წარმოდგენები არსებობს, სუს-თან თამამშრომლობაზე ბრალდება ძალიან მძიმეა

განსხვავებული აზრები უნდა არსებობდეს, თუმცა იმის გამო, რომ პარტიაში სხვადასხვა წარმოდგენები არსებობს, სუს-თან თამამშრომლობაზე ბრალდება ძალიან მძიმეა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ის სკანდალი არაა, რომელიც უნდა ჰქონდეს ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას.

„თანაგუნდელების მხრიდან თანაგუნდელისთვის სუს-თან თანამშრომლობის დაბრალება ძალიან მძიმეა. ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მძიმე მდგომარეობაშია და ეს ყველაფერი რთული საყურებელია. მიუღებელია, როდესაც თანაგუნდელი თანაგუნდელს სუს-თან თანამშრომლობას აბრალებს. ზოგადად, განსხვავებული აზრები უნდა არსებობდეს, თუმცა იმის გამო, რომ პარტიაში სხვადასხვა წარმოდგენები არსებობს, სუს-თან თამამშრომლობაზე ბრალდება ძალიან მძიმეა. ეს ის სკანდალი არაა, რომელიც უნდა ჰქონდეს ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.