ხატია დეკანოიძე - ფულს ოპოპარტიები თუ არ მიიღებენ, გაიფლანგება კორუფციაში
ხატია დეკანოიძე - ფულს ოპოპარტიები თუ არ მიიღებენ, გაიფლანგება კორუფციაში

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე ოპოზიციური პარტიების მიერ საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნის საკითხზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„კიდევ ერთხელ პარტიების დაფინანსების წუხილზე:

– ეს არ არის მხოლოდ საპარალამენტო საქმიანობა, პოლიტიკური პარტიას პარლამენტის გარეთ უამრავი ფუნქცია აქვს, რომელიც ქართული ოცნების და ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა გამოვიყენოთ;

– ნუ ვაფიქრებინებთ ოცნებას და მის პროპაგანდას, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი მხოლოდ მას და მის გაზლუქებულ ბიუროკრატებს ეკუთვნის. მოქალაქეების ფულია და სხვა წყარო ოპოზიციურ პარტიებს ამ ფინანსურ რეპრესიებში სამწუხაროდ ვერ ექნება;

– ამ ფულს ოპოპარტიები თუ არ მიიღებენ – გაიფლანგება კორუფციაში.

– თავისთავად, დაფინანსების სისტემა რომ სრულყოფილი არ არის ეს პრობლემაა, თუმცა ძალიან მძიმე რეალობაში ვცხოვრობთ. მიგვიტაცა რეჟიმმა და ყველა ბერკეტი მის წინააღმდეგ გამოსაყენებელია.

და მნიშვნელოვანი: ყველას აქვს უფლება საკუთარი აზრი ჰქონდეს, პარტიას, მოქალაქეს.. ერთმანეთის საწინააღმდეგოც“, – წერს ხატია დეკანოიძე.