ხატია დეკანოიძე - ევროატლანტიკურ დელეგაციებში „ხალხის ძალას“ არ უნდა ჰყავდეს წარმომადგენლობა, სწორედ ამისთვის მნიშვნელოვნად მივიჩნევ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას
ხატია დეკანოიძე - ევროატლანტიკურ დელეგაციებში „ხალხის ძალას“ არ უნდა ჰყავდეს წარმომადგენლობა, სწორედ ამისთვის მნიშვნელოვნად მივიჩნევ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას

მსგავს ანტიდასავლურ ძალას რომ არ ჰქონდეს საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე გასაქანი, სწორედ ამის გამო არ ვეთანხმებოდი „ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკოტს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ მოძრაობა „ხალხის ძალასთან“ დაკავშირებით განაცხადა.

დკანოიძის შეფასებით, ევროატლანტიკურ დელეგაციებში „ხალხის ძალას“ არ უნდა ჰყავდეს წარმომადგენლობა. ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ სწორედ ამისთვის მნიშვნელოვნად მიაჩნია პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება.

„ძალიან საფრთხილოა, როდესაც, ახალი კანონმდებლობის მიხედვით, „ხალხის ძალა“ შეიძლება აღმოჩნდეს სიდიდით რიგით მეორე ფრაქცია პარლამენტში. მათ შორის შეიძლება აღმოჩნდეს რიგით მეორე სიდიდის ფრაქცია ევროპულ დელეგაციებში. მსგავს ანტიდასავლურ ძალას რომ არ ჰქონდეს საერთაშორისო ასპარეზზე გასაქანი, „ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკიტს სწორედ ამის გამო არ ვეთანხმებოდი. ახალი კანონმდებლობის მიხედვით, ძალიან დიდი საფრთხეა, რომ „ხალხის ძალა“, რომელიც ანტიდასავლურია და ანტიდასავლურ გზავნილებზე მყოფი „ქართული ოცნების“ განშტოებაა, იყოს სიდიდით მეორე ფრაქცია. როგირც ჩანს, ამას აპირებენ. ვიზიარებ საპროტესტო აქციებს, ვიზიარებ იმ სულისკვეთებას, რომელიც არის ჩვენი მომხრეების ნაწილში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ანტიდასავლურ რიტორიკას არ დავუთმით სივრცე არსად, მათ შორის პარლამენტში. მე ვაპირებ კომიტეტებზე ამ კანონპროექტის განხილვებში მონაწილებას, რომელიც ქვეყნისთვის ძალიან დიდი საფრთხეა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ხალხის ძალა“ პარლამენტში არ დაფიქსირდეს სიდიდით მეორე ფრაქციად. ეს საფრთხეა არა მარტო ადგილობრივ დონეზე, არამედ საერთაშირისო ორგანიზაციებში“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.