ხატია დეკანოიძე – ძალიან დიდი სურვილი მექნებოდა, რომ მათ შორის ჩვენი ფრაქციის წევრებს გუნდურად მიეღოთ მანდატის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება
მიხეილ სააკაშვილის მიმართვის ტექსტის სულისკვეთებას აბსოლუტურად ვიზიარებ. ჩვენი პარტია ამ სულისკვეთებას იზიარებდა ძალიან დიდი ხანი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, კარგი იქნებოდა, თუ პარტიის წევრები გადაწყვეტილებას გუნდურად მიიღებდნენ.
„მას შემდეგ რაც პოლიტიკური ვითარება შეიცვალა, ჩვენ მიუხედავად ძალიან დიდი ბოიკოტისა, მივიღეთ ის გადაწყეტილება, რომელიც მივიღეთ. პარტიის გადაწყვეტილება, როგორც პარლამენტთან, ასევე საკრებულოებთან მიმართებაში, გაკეთდება გუნდურად. მე ძალიან დიდი სურვილი მექნებოდა, რომ მათ შორის ჩვენი ფრაქციის წევრებს, გუნდურად მიეღოთ ეს გადაწყეტილება და ჩართულიყვნენ იმ პროცესში, რომელიც გულისხმობს პარტიისა და ფრაქციის გუნდურობას“, – განაცხადა დეკანოიძემ.
სადეპუტატო მანდატის დატოვების შესახებ დღეს განცხადებები გააკეთეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ნონა მამულაშვილმა, ანა წითლიძემ და ლევან ვარშალომიძემ.