ხატია დეკანოიძე - დიდი მოლოდინი მაქვს, რომ საქართველო ევროკავშირის გაფართოების ტალღაში მოხვდება
ხატია დეკანოიძე - დიდი მოლოდინი მაქვს, რომ საქართველო ევროკავშირის გაფართოების ტალღაში მოხვდება

დიდი მოლოდინი მაქვს, რომ საქართველო ევროკავშირის გაფართოების ტალღაში მოხვდება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, საქართველომ სტატუსი უნდა მიიღოს.

„მოლოდინი მაქვს, რომ საქართველო რუსეთთან პირისპირ მარტო არ დარჩება, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესია. საქართველომ სტატუსი უნდა მიიღოს. ვინ არის დაინტერესებული, რომ ქვეყანამ სტატუსი ვერ მიიღოს? პირველ რიგში, ასეთია „ქართული ოცნება“, რომელმაც აწარმოა ანტიდასავლური კამპანია. რაც შეეხება არასამთავრობოების მიმართვას, მის შინაარსს სრულად ვიზიარებ. ძალიან ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი და ყველას ვურჩევ და ვთხოვ, რომ ახლა ვიზრუნოთ მხოლოდ იმაზე, რომ საქართველომ სტატუსი მიიღოს. საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების კონტექსტი ორი ფაქტორით იქნება გათვალისწინებული – პირველი იქნება გეოპოლიტიკური განზომილება და მეორე – საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც მარტშიც და ყოველდღე აჩვენებენ ევროპული მისწრაფებების მიმართ ერთგულებას. საქართველოს მოქალაქეები სწორედ მთავარი მიზეზი იქნებიან სტატუსის მინიჭების კონტექსტში, თუ მივიღებთ და დიდი იმედი მაქვს, რომ მივიღებთ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.