ხატია დეკანოიძე - ჩვენთვის არაფერი იცვლება, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლება არ არის ბრძოლის დასასრული
ხატია დეკანოიძე - ჩვენთვის არაფერი იცვლება, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლება არ არის ბრძოლის დასასრული

ჩვენთვის არაფერი იცვლება. გააზრებული გვაქვს, რა ბრძოლაშიც ვართ, გააზრებული გვაქვს, რომ ეს პარლამენტი ლეგიტიმური არ არის, გავაგრძელებთ თითოეული პოლიტპატიმრისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, ბრძოლა გრძელდება და ეს არ არის დასასრული.

„ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს. დასრულდეს ის, რომ სასამართლო არ იცავს ადამიანის უფლებებს. დასრულდეს სისტემის და რეჟიმის მიერ სასამართლო სისტემის გამოყენება. რაც შეეხება გაგრძელებას, ჩვენთვის არაფერი იცვლება. გააზრებული გვაქვს, რა ბრძოლაშიც ვართ, გააზრებული გვაქვს, რომ ეს პარლამენტი ლეგიტიმური არ არის, გავაგრძელებთ თითოეული პოლიტპატიმრისთვის, თითოეული ადამიანისთვის ბრძოლას. თუმცა გვახსოვდეს რომ ეს არის მხოლოდ აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, ეს არ არის მათი საბოლოო თავისუფლება. ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი, რომ გირაო შეგროვდეს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს გირაო შეგროვდეს. ყველა, საზოგადოების თითოეული წევრი დარწმუნებული ვარ, ისიც კი, ვინც დღეს სხვა მხრიდან უყურებს ამას, ჩათვლის თავს ვალდებულად, რომ მათ დაეხმაროს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ადამიანები გამოსულიყვნენ თავისუფლებაზე, ამის შემდეგ ბრძოლა გრძელდება, ეს არ არის ბრძოლის დასასრული. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ სისტემის შესაცვლელად“, – განაცხადა დეკანოიძემ.

დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.