ხატია დეკანოიძე - ჩვენი სამშობლო არის მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას იდეა, რომლებმაც გამოაცხადეს დამოუკიდებლობა
ხატია დეკანოიძე - ჩვენი სამშობლო არის მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას იდეა, რომლებმაც გამოაცხადეს დამოუკიდებლობა

ჩვენი სამშობლო არის მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას იდეა, რომლებმაც გამოაცხადეს დამოუკიდებლობა და დიახ, თქვენ, ჩვენი ძმები და დები, საქართველოს მოქალაქეები იბრძოდით ამ იდეის შესანარჩუნებლად, – „ნაციონალური მოძრაობის“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ პარტიის მიერ ორგანიზებულ აქციაზე-კონცერტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორ დეკანოიძემ აღნიშნა, 31 ოქტომბერს უნდა გაიმარჯვოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“.

„31 ოქტომბერს ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ ოლიგარქზე, ადამიანზე, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ეს ქვეყანა გადააქციოს თავის უკანა ეზოდ და შემოღობოს, მაგრამ საქართველო იმაზე მეტია, ვიდრე ოლიგარქის უკანა ეზო. ჩვენი სამშობლო არის დამოუკიდებლობის იდეა, ჩვენი სამშობლო არის მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას იდეა, რომლებმაც გამოაცხადეს დამოუკიდებლობა და დიახ, თქვენ ჩვენი ძმები და დები საქართველოს მოქალაქეები იბრძოდით ამ იდეის შესანარჩუნებლად. ამიტომ 31 ოქტომბერს ჩვენ უნდა დავამარცხოთ უპესპექტიობა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.