ხატია დეკანოიძე - ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ელოდებიან დიალოგს და შეთანხმებას, მათ შორის კონკრეტულ შედეგებს  საქართველოს ხელისუფლებისგან
ხატია დეკანოიძე - ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ელოდებიან დიალოგს და შეთანხმებას, მათ შორის კონკრეტულ შედეგებს  საქართველოს ხელისუფლებისგან

გუშინდელმა შეხვედრამ და, მათ შორის მედიაციის საერთაშორისო დონემ ევროკავშირის ჩართულობით, დაამტკიცა, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ელოდებიან კონკრეტულ დიალოგს და კონკრეტულ შეთანხმებას, მათ შორის კონკრეტულ შედეგებს, პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლებისგან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა

დეკანოიძის თქმით, შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

კონკრეტული შედეგები არის, პირველ რიგში, ვადამდელი არჩევნები, პოლიტიკური პატიმრები ნიკა მელია, გიორგი რურუა და ის საკითხები, რომელიც იყო ჩარჩო შეთანხმებაში. ეს პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება ხელისუფლებას და ის რიტორიკა, რომელიც დღეს ჰქონდა ღარიბაშვილს არ არის ადეკვატური იმ მოლოდინის, რაც აქვთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რაც აზიანებს არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ ქვეყანას, ეს არ არის პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გზა. ჩვენი პარტიის უპირველესი და უმნიშვნელოვანესი გზავნილი არის ის, რომ ნიკა მელია უპირობოდ უნდა იყოს გათავისუფლებული და წარმოადგენდეს „ნაციონალურ მოძრაობას“, თუ იქნება მსგავსი მოლაპარაკებები. გიორგი რურუა უნდა იყოს გათავისუფლებული და ვადამდელ არჩევნებზე უნდა დაიწყოს საუბარი. ეს არის ჩვენი პარტიის ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ დათანხმდება კონკრეტულ შედეგებზე და კონკრეტულ კომპრომისზე, ეს იქნება ძალიან მძიმე გზა „ქართული ოცნებისთვის“. შევახსენებ მათ, რომ 13 მარტს შეთანხმების კონკრეტული შედეგები მათ უნდა წარადგინონ, პირველ რიგში, ევროკომისიაში“, – განაცხადა დეკანოიძემ.