ხატია დეკანოიძე – ჩვენ გვინდა კრიზისიდან გამოსვლა, ამიტომ როდესაც იქნება თავისუფალი არჩევნები, აუცილებლად გამოვიყენებთ მანდატს, ახლა არა

14:27, 18.11.2020

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, მიზანი, რატომაც პროტესტის პარალელურად სამართლებრივი გზით დაიწყეს საოლქოებსა და სასამართლოებში ბრრძოლა და მონაწილეობენ მოლაპრაკებებში, არის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა.

მისივე თქმით, შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას.

ხატია დეკანოიძის შეფასებით, კრიზისს განმუხტავს დათქმა, რომ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და დათქმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის და ყველა დონის კომისიის თავისუფალი ადმინისტრირების შესახებ.

„ჩვენი ძალიან მნიშველოვანი მიზანი რატომაც პროტესტის პარალელურად სამართლებრივი გზით დავიწყეთ დავა საოლქოებში და სასამართლოებში მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით, ეს ყველაფერი არავითარ შედეგს არ მოიტანდა, რატომაც ვართ ახლა მოლაპარაკების მაგიდასთან იმ ოლიგარქთან, რომელმაც წაგვართვა ხმის უფლება, არის სწორედ ის რომ პოლიტიკური ჩიხიდან და კრიზისიდან გამოვიდეთ. მაგრამ ამ ჩიხსა კრიზისზე ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ენიჭება და ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას.

ყველამ ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ წაიშალა ყოველგვარი ზღვარი სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის, ამიტომ ეს ჩვენი მიზანიც არის და ამ კრიზისს განმუხტავს ახალი არჩევნები და დათქმა იმაზე, რომ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი დათქმა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და ყველა დონის, საუბნო საარჩევნო კომისიებიდან დაწყებული თავისუფალი ადმინისტრირების შესახებ. ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ მანდატს, როცა იქნება ახალი პარლამენტი და არა არალეგიტიმური პარლამენტი“, – განაცხადა დეკანოიძემ.

რაც შეეხება ეუთო-ს დასკვნას, დეკანოიძე ამბობს, რომ საუბარია შეუალედურ შეფასებებზე და გრძელდება მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან.

„მინდა, გითხრათ, რომ ეს ყველაფერი არის შუალედური შეფასებები, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ძალიან მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, ის, რომ ჩვენ მათ შორის არ ჩამოგვიტოვებია პროტესტის პარალელურად სამართლებრივი ჭრილი, მათ შორის მოლაპარაკებები, გულისხმობს იმას, რომ ჩვენ გვინდა კრიზისიდან გამოსვლა, ამიტომ როდესაც იქნება თავისუფალი არჩევნები, საქართველოს მოსახლეობის წარმომადგნელები აუცილევლად გამოვიყენებთ ამ მანდატს, მაგრამ არა ახლა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი