ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ ლევან ხაბეიშვილს პარტიის თავმჯდომარის კვალიფიკაცია ნაკლები ხარისხით აქვს
ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ ლევან ხაბეიშვილს პარტიის თავმჯდომარის კვალიფიკაცია ნაკლები ხარისხით აქვს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ამომრჩევლების წინაშე მასზე დაკისრებულ ორ ამოცანას თუ ვერ შეასრულებს, ამ პარტიაში საკუთარ ადგილს ვერ ხედავს.

„ჩემი პარტია თუ ვერ შეასრულებს, და მე პირადად არ შევასრულებ იმ ორ ამოცანას, რომელიც გვაკისრია ჩვენი ამომრჩევლის წინაშე, ეს არის ერთი —  მიხეილ სააკაშვილისა და ნიკას გათავისუფლება, მეორე, თუ ჩემი პარტია აღარ იტყვის ახალ სიტყვას ქართულ პოლიტიკაში, მე ჩემ ადგილს ვეღარ ვხედავ ამ პარტიაში“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

ამასთან, ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ ლევან ხაბეიშვილს პარტიის თავმჯდომარის კვალიფიკაცია ნაკლები ხარისხით აქვს.

„ლევანს, როგორც ანტიკორუფციულ აქტივისტს, ძალიან დიდ პატივს ვცემ. იგი არის ჩვენი დეპუტატი, ჩვენი მეგობარი, მაგრამ მიმაჩნია, რომ კვალიფიკაცია, რაც უნდა ჰქონდეს თავმჯდომარეს, გაცილებით ნაკლები ხარისხით აქვს თავმჯდომარისთვის — არ ვამბობ კონკრეტულად პოლიტიკოსისთვის — ვიდრე შეიძლებოდა, მე მესურვა ახალი თავმჯდომარის მიმართულებით“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.