ხატია დეკანოიძე - ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურები პირველ კენჭისყრაზე ჩაუვარდათ, რაც არის ფარისევლობა, რადგან კონკურსი არ ჩატარდა თანაბარ პირობებში
ხატია დეკანოიძე - ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურები პირველ კენჭისყრაზე ჩაუვარდათ, რაც არის ფარისევლობა, რადგან კონკურსი არ ჩატარდა თანაბარ პირობებში

ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურები პირველ კენჭისყრაზე ჩაუვარდათ, რაც არის ფარისევლობა, რადგან კონკურსი არ ჩატარდა თანაბარ პირობებში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ გიორგი კალანდარიშვილის არჩევა უნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ცესკო-ს კლანი კიდევ უფრო ძლიერდება.

„არ ვმონაწილეობთ იმ ფარსში, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს გამართული. ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურები პირველ კენჭისყრაზე ჩაუვარდათ, რაც არის ფარისევლობა, რადგან კონკურსი არ ჩატარდა თანაბარ პირობებში. გიორგი კალანდარიშვილის არჩევა უნდათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ცესკო-ს კლანი კიდევ უფრო ძლიერდება. ეს ადამიანი მუშაობდა დეპარტამენტებში. იმის ნაცვლად, რომ მიშელის დოკუმენტი შეესრულებინათ, არჩევნების პროცესი გაეძლიერებინათ, ამ ფაქტს უშვებენ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღეს, 12:00 საათზე საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის მორიგი პლენარული სხდომა გაიმართება, რომელზეც პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს ხელახლა უყრიან კენჭს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილია გიორგი კალანდარიშვილის და გიორგი სანტურიანის კანდიდატურები. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი არიან გია ცაცაშვილი და ლელა ტალიური, ხოლო მეორე ვაკანტურ თანმდებობაზე – თამარ სართანია და მაია ზარიძე. 18 ივლისის პლენარულ სხდომაზე ჩატარებულმა კენჭისყრამ კანდიდატებს შორის გამარჯვებული ვერ გამოავლინა.