ხატია დეკანოიძე - ბრძოლაში მნიშვნელოვანია გუნდურობა, დარწმუნებული ვარ, ერთობა უფრო გამსხვილდება, საინტერესო იქნება „ლელოს“ პასუხი
ხატია დეკანოიძე - ბრძოლაში მნიშვნელოვანია გუნდურობა, დარწმუნებული ვარ, ერთობა უფრო გამსხვილდება, საინტერესო იქნება „ლელოს“ პასუხი

ჩვენი განაცხადით, რომლითაც დღეს წარვდექით საზოგადოების წინაშე, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ განაცხადი არ არის, ეს არის მრავალპარტიული კოალიციური ერთობა ყველა პარტიასთან. დარწმუნებული ვარ, კიდევ შემოგვიერთდებიან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

დეკანოიძე დარწმუნებულია, რომ ერთობა მეტად ფართო გახდება.

„ჩვენ პროპორციულ ნაწილში ყველა ვიბრძოლებთ, რათა 43 პროცენტის ნიშნული არ დავუშვათ „ქართული ოცნებისთვის“, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს იქნება პლატფორმა და პირველი მნიშვნელოვანი შეთანხმება გუნდურობის. ბრძოლაში მნიშვნელოვანია ავანგარდი და გუნდურობის ავანგარდი. განაცხადი, რომელიც პოლიტიკურმა პარტიებმა დღეს საღამოსვე გააკეთეს შეთანხმებასთან დაკავშირებით და ბრძოლის ამ პრინციპის აღებაზე, არ იქნება ბოლო განცხადებები. დარწმუნებული ვარ, ეს ერთობა უფრო გამსხვილდება და ერთიანი იქნება“, – განაცხადა ხატა დეკანოიძემ.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე: „კიდევ ვის შემოერთებას ელოდებით“, დეკანოიძემ განაცხადა, რომ ამ კუთხით საინტერესო იქნება „ლელოს“ პასუხი.

„ვნახოთ, ყოველ შემთხვევაში ნამდვილად საინტერესო იქნება „ლელოს“ პასუხი, ჩვენ მათთან ძალიან მნიშვნელოვანი კონსულტაციები გვქონდა“, – აღნიშნა დეკანოიძემ.