ხატია დეკანოიძე - ბრძოლა არის ყველა ეტაპზე ჩვენი ქმედება, პოლიტიკური სპექტრის გაერთიანების მოქმედებას ჰქვია ბრძოლა
ხატია დეკანოიძე - ბრძოლა არის ყველა ეტაპზე ჩვენი ქმედება, პოლიტიკური სპექტრის გაერთიანების მოქმედებას ჰქვია ბრძოლა

ალბათ, შეიძლება, გაცვეთილი სიტყვაც იყოს ბრძოლა, მაგრამ ბრძოლა ეს არის ყველა ეტაპზე ჩვენი ქმედება, პოლიტიკური სპექტრის გაერთიანების მოქმედებას ჰქვია ბრძოლა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ზუგდიდში არჩევნების დასრულების შემდეგ „გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატის, სანდრა რულოვსის განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა.

„პირველ რიგში, რაც თქვა სანდრამ – არავითარ შემთხვევაში ოპტიმიზმის დაკარგვა. თუ შეხედეს ჩვენს მომხრეებს, არავის ოპტიმიზმი არ დაუკარგავს, თითოეულ ადამიანამდე უფრო კარგად უნდა მივიტანოთ გზავნილი. პოლიტიკური ანგაჟირების გარეშე ვამბობ, გულწრფელად გულიდან – კიდევ უფრო კარგად უნდა ვესაუბროთ ჩვენს ამომრჩეველს და ვუთხრათ, რამდენად სახიფათოა ეს რეჟიმი ქვეყნისთვის. სახიფათოა ჩვენი ხალხის გარეშე ჩვენი ქვეყანა საქართველო. დიდი საერთო პლატფორმის შექმნაა საჭირო, სიარული, ადამიანებთან ურთიერთობა და მათ შორის, კანონის ფარგლებში საპროტესტო აქციებიც.

ბრძოლა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის ფართო, მოცულობითი მიმართულება ყველა მხრივ. გარდა ამისა, ორგანიზაციულად ალბათ გაერთიანებული ოპოზიციაში შემავალი პარტიების ერთად დაჯდომა, ორგანიზაციულად და სტრუქტურულად ესეთი ძალიან ეფექტური მექანიზმების ჩამოყალიბებაა საჭირო. მე ამას ასე ვხედავ, სხვა კონკრეტული შეფასებები ამ შემთხვევაში მეტი არ მაქვს“,- განაცხადა დეკანოიძემ.

სანდრა რულოვსმა გუშინ განაცხადა, რომ მზად არის, ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ აიღოს იარაღი ხელში და ეს არის ხალხის ძალა.