ხატია დეკანოიძე – ბოლო 48 საათში საქართველოში რაც ხდებოდა, არის ქვეყნის გზაგასაყარი, ქვეყანას ვუთმობთ რუსეთს ან მივდივართ იქით, სადაც საქართველოს ბუნებრივი ადგილია

11:27, 07.07.2021

ბოლო 48 საათში რაც საქართველოში ხდებოდა, ეს არის ქვეყნის გზაგასაყარი – ქვეყანას ვუთმობთ რუსეთს და ეს დაიწყო პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ან მივდივართ იქით, სადაც არის საქართველოს ბუნებრივი ადგილი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ძალადობრივი ჯგუფები ხელისუფლებასთან გარიგებული არიან.

„ძალადობრივი ჯგუფები ხელისუფლებასთან გარიგებული ჯგუფები არიან, მათ შორის ანაფორას ამოფარებული ძალადობრივი ჯგუფები საპატრიარქოდან, რომელიც ცდილობს, საქართველოდან განდევნოს ევროკავშირი და ევროპული ღირებულებები, ასევე ცივილიზაციას დაუპირისპიროს ბნელი ძალები. შურისძიება იყო ჟურნალისტებზე. დარწმუნებული ვარ, მათ პირდაპირ დავალება ჰქონდათ მიღებული, რომ კრიტიკულ მედიაზე და ყველა ჟურნალისტზე შური ეძიათ, ეს ჩანდა შორიდან. ეს იქნება უმძიმესი წერტილი პარტნიორებისთვის. ეს ყველაფერი არის „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგი. ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გადადგეს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

მსგავსი