ხატია დეკანოიძე - არჩევნებთან დაკავშირებით ეს საგამოძიებო კომისია ადეკვატურ და ობიექტურ შეფასებას არ გამოხატავს, ჩვენ დასკვნის განხილვაში არ ვმონაწილეობთ
ხატია დეკანოიძე - არჩევნებთან დაკავშირებით ეს საგამოძიებო კომისია ადეკვატურ და ობიექტურ შეფასებას არ გამოხატავს, ჩვენ დასკვნის განხილვაში არ ვმონაწილეობთ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

დეკანოიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული კომისია ადეკვატურ და ობიექტურ შეფასებას არ გამოხატავს.

„ეს არ არის ის კომისია, რომელიც რაიმე სახით გამოხატავს ადეკვატურ და ობიექტურ შეფასებას ან გამოძიებას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს კომისია არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომელიც აუცილებელი იყო ამ მძიმე დარღვევების და ლეგიტიმაციის ზღვარზე ჩატარებული არჩევნების შესასწავლად, როგორც ეს სენატმა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეაფასა. აქ არ მონაწილეობს ოპოზიცია, შესაბამისად ჩვენ ამ განხილვაში მონაწილეობას არ ვიღებთ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღეს საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა განიხილება და დამტკიცდება.