ხატია დეკანოიძე - არჩევნებში ჩართვას, რეფერენდუმს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, დოკუმენტზე ხელმოწერის გადაწყვეტილება სწორედ ამ პრინციპს ეფუძნებოდა
ხატია დეკანოიძე - არჩევნებში ჩართვას, რეფერენდუმს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, დოკუმენტზე ხელმოწერის გადაწყვეტილება სწორედ ამ პრინციპს ეფუძნებოდა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანაოიძე აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან გაკეთებული განცხადებები ევროპული მომავლის, ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების წინააღმდეგ არის მიმართული.

მისივე თქმით, ამ ფონზე არჩევნებისა და რეფერენდუმის გზით ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც დეკანოიძე ამბობს, პარტიის მიერ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის გადაწყვეტილება სწორედ ამ პრინციპებს ეფუძნებოდა.

„ქართული ოცნების“ მხრიდან უკანასკნელი განცხადებები მიმართულია ჩვენი და ჩვენი მოქალაქეების არჩევანის, ევროპული მომავლის, ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების წინააღმდეგ. რეალურად აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ საბოლოო ღია სახე არის რუსული ხელისუფლების საქმიანობა და, რა თქმა უნდა, ღარიბაშვილის, კობახიძის და კალაძის და ა.შ „ქართული ოცნების“ სხვადასხვა წარმომადგენლის სახელით საუბრობს ბიძინა ივანიშვილი.

საქართველოში დამყარებულია კლეპტოკრატიული ოლიგარქიული რეჟიმი, რომელსაც მხარს უჭერს კრემლი პუტინი, ლავროვი. ამიტომ ახლა ამ არჩევნებს, დოკუმენტს, ჩვენს სერიოზულ ბრძოლას, არჩევნებში ჩართვას და რეფერენდუმს აქვს უდიდესი მნიშვნელობა, რათა ჩვენმა ქვეყანამ საბოლოოდ ჩამოიცილოს რუსული ხელისუფლება ძალაუფლებიდან. ჩვენი ისტორიული ადგილი არის ევროპაში და უნდა ვიყოთ ევროპაში. ამიტომ, ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნებოდა ზუსტად ამ ძალიან მნიშვნელოვან პრინციპს. მთელი პროდასავლური ძალები უნდა ვიყოთ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, რადგან ეს ხელისუფლება წარმოადგენს საფრთხეს ევროპული მომავლისთვის“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტია შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს აწერს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტი 19 აპრილს გაფორმდა. შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „საქართველოს სამომავლო გზა“ ხელმოწერა ორბელიანების სასახლეში გაიმართა. ამასთან, პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ არ შეუერთდა დოკუმენტს. მოგვიანებით, „ქართულმა ოცნებამ“ დოკუმენტის ანულირების შესახებ განაცხადა და მიზეზად დაასახელა ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უარს აცხადებდა შეთანხმების ხელმოწერაზე.