ხატია დეკანოიძე – არც ერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა ისნის საოლქო კომისიამ, რობოტებივით წევდნენ ხელს და ამბობდნენ, საჩივრის განხილვის საფუძველი არ გვაქვსო

14:31, 05.11.2020

ჩვენი ახალგაზრდების დაკავება მაშინ, როდესაც ზონდერბრიგადების მთავარი ადამიანები არიან თავისუფლებაზე, არის ზუსტად ის, რაც ხდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც გუშინ დაკავებული აქტივისტების პროცესი მიმდინარეობს.

დეკანოიძის თქმით, გუშინ მხარდამჭერებთან ერთად ითხოვდა, რომ მისცემოდა უფლება, საოლქო კომისიაში საჩივრების განხილვას დასწრებოდა. მისივე განცხადებით, უკანონოდ დააკავეს 12 პირი და საარჩევნო კომისიაში ტოტალური გაყალბება მოხდა.

„მაშინ, როდესაც ეს მონური სასამართლო იხილავს ჩვენი თანამებრძოლების საქმეს, ვისზეც ფიზიკურად იძალადეს გუშინ, მათ შორის, ფიზიკურად იძალადა პოლიციამ, ამ დილას გაათავისუფლეს ვინმე ნაცვალაძე, რომელმაც წიხლი ჩაარტყა ჩვენს დამკვირვებელს, რომელიც ახლა ინგოროყვაშია. ჩემი ინფორმაციით, ამ ადამიანის წინააღმდეგ კანონის აღსრულება არ დამდგარა. ეს ადამიანი გათავისუფლებულია მაშინ, როდესაც ეს ახალგაზრდები არიან დაკავებულები ყოველგვარი მიზეზის გარეშე. არც ერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა ისნის საოლქო კომისიამ, ყველაზე რობოტებივით წევდნენ ხელს და ამბობდნენ, ამ საჩივრის განხილვის საფუძველი არ გვაქვსო, ანუ რას ნიშნავს ეს, დაახლოებით 45 ოქმში არ ჯდება ბალანსი და 81 უბანზე ​ბიულეტენების ნაკლებობაა. ჩვენ ვითხოვდით უბნების გაბათილებას, მათ შორის, შესწორების ოქმებია დაწერილი ჩვენი წარმომადგენლების და კომისიის წევრების გარეშე. წარმოუდგენელია, ახალი გაყალბების მანქანა ამოქმედდა. ეს არის თამარ ჟვანიასა და ბიძინა ივანიშვილის გაყალბების კანტორა. ჩვენი ახალგაზრდების დაკავება მაშინ, როდესაც ზონდერბრიგადების მთავარი ადამიანები არიან თავისუფლებაზე, არის ზუსტად ის, რაც ხდება. როდესაც თავისუფალია ნაცვალაძე, ის არის საოლქო კომისიის თავმჯდომარის მძღოლი, რომელიც რატომ იყო შიგნით, არავინ იცის, როდესაც ჩვენ არ გვიშვებდნენ და მოქმედ დეპუტატებს არ უშვებდნენ. ეს ადამიანი ზონდერების მობილიზებაშია შემჩნეული“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი