ხატია დეკანოიძე - არ ვიცი, ვისთან ჰქონდა სალომე სამადაშვილს კონტაქტი, თუმცა ყველა ვიცავთ უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს
ხატია დეკანოიძე - არ ვიცი, ვისთან ჰქონდა სალომე სამადაშვილს კონტაქტი, თუმცა ყველა ვიცავთ უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს

ყველა, ვინც ჩართული ვართ წინასაარჩევნო კამპანიაში, ძალიან ხშირად ვიკეთებთ ტესტებს კორონავირუსზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა სალომე სამადშვილთან კონტაქტი, თუ არიან პარტიის წევრები იზოლაციაში, ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რომ მან ზუსტად არ იცის, ვისთან ჰქონდა კონტაქტი სალომე სამადაშვილს.

„სალომეს ვუსურვებ ჯანმრთელობას, იმედია, მალე გამოჯანმრთელდება. ყველა, ვინც ჩართული ვართ წინასაარჩევნო კამპანიაში, ძალიან ხშირად ვიკეთებთ ტესტებს, რათა რაიმე სიმპტომი არ გამოგვივლინდეს. ამ წუთას ვერ მოგახსენებთ, ვისთან ჰქონდა სალომეს კონტაქტი, ყველანი ვიცავთ უსაფრთხოების ძალიან მაღალ სტანდარტებს, ყველანი ვართ პირბადით, მათ შორის განსაკუთრებით დახურულ შენობაში, თუ რაიმე შეხვედრა გვაქვს და ისედაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს მუდმივად ვართ ტესტირების რეჟიმში“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.